ჩვენს მიერ დაწესებული არერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ჩვენს ხედვას საქართველოზე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
„მე არ მინდა, რომ ამ დასკვნაზე გადავიდე. მე მინდა ვთქვა, რომ დღეს 150-ზე მეტი სუბიექტი და ინდივიდი დავასანქცირეთ და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ რომელიმე სანქციაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო. სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა ინფორმაცია ამ სანქციებთან დაკავშირებით. მაგრამ, ამ 150 სუბიექტის პატივისცემით, მე ვერ ვისაუბრებ ვერცერთ მათგანზე ცალკე.
არ მგონია, რომ ასე იყოს, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და სოლიდარობას ვუცხადებდით საქართველოს მოსახლეობასა და მათ სურვილს, იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო ვერსიაზე, როგორც სრულიად ინტეგრირებული წევრი ევროატლანტიკური ოჯახის და არც ერთი ინდივიდუალური სანქცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ არ შეცვლის ჩვენს ამ ხედვას", - ამბობს მილერი.