საქართველო დღესვე იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ისეთი გაწვრთნილი ჯარი და მაგარი მეომრები გვყავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ნატო-ს ერთობლივი წვრთნები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარებს. საქართველოსა და ქართველ სამხედროებს მისიებში კონტრიბუცია იმდენი აქვთ და ისეთი წვლილი აქვთ შეტანილი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაღუპულები არიან, რამდენიმე ათეული დაგვეღუპა და რამდენიმე ასეული დაგვეჭრა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ქართველი სამხედროები ნატო-ს ჯარებთან ერთად ებრძოდნენ მსოფლიო მშვიდობისთვის.
„ხალხი დაგვეღუპა, მისიებში დაღუპული გვყავს ჯარისკაცები და თქვენ მეკითხებით, ვის მიმართეთო. არავის მივმართეთ, ერთად ვართ ამ საკითხებში და საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას დღესვე, თუ ძალიან გაინტერესებთ. ყველაფრით მზად არის. იმ სფეროში ადამიანი არ გამოჩნდა მსოფლიოში, რომელსაც სიტყვა მოუბრუნდა და რაღაცით საქართველო მზად არ არის ამ მიმართულებითო, რომ ეთქვა. ერიდება ყველა ამ თემაზე ლაპარაკს იმიტომ, რომ დღესვე იმსახურებს საქართველო ნატო-ს წევრობას ისეთი გაწვრთნილი ჯარი და ისეთი მაგარი მეომრები გვყავს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.