თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა არის ნატო-ს გაერთიანება.
„უნდა მიგვიღონ, აბა, რა უნდა ქნან. საქართველოს ხელისუფლება მთელი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ გუშინაც მოგვიწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა არის ნატო-ს გაერთიანება. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.