საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით პროგრესი მიღწეულია, თუმცა გარკვეული პუნქტები მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული.
„ივნისის ბოლოს იყო ზეპირი განახლება, როგორც ყველას მოგეხსნებათ, ევროპულმა კომისიამ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ თორმეტი პრიორიტეტიდან სამი სრულად შესრულდა. ივნისის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ასე რომ, პროგრესი მიღწეულია, ერთი თვის შემდეგ კი გვეცოდინება მიღწეული შედეგის შესახებ. ჩვენ ველოდებით ანგარიშს. ნათელია, რომ პროგრესი მიღწეულია ზოგიერთ პრიორიტეტში, ჩვენ გვაქვს 12 პრიორიტეტის გარკვეულ პუნქტში მხოლოდ ნაწილობრივი განხორციელება. დარჩენილია კიდევ რამდენიმე კვირა. ასე რომ, იმედი გვაქვს, ყველა ძალა იქნება ამისკენ მობილიზებული, იქნება ინტენსიური მუშაობა და მივაღწევთ იმდენად დიდ პროგრესს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთ თვეში“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.