საქონლის ხორცის პირველადი დამუშავების, გადაზიდვის და ვაჭრობის პირობები მკაცრდება, რაც გულისხმობს ცხოველის დაკვლას სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოზე. ამის შემდეგ გაიცემა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაკლული ცხოველი ჯანმრთელია და ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით დაიკლა.
თბილისის ტერიტორიაზე სავალდებულოა, აღნიშნული დოკუმენტი თან ახლდეს პროდუქციას გადაზიდვისა და რეალიზაციის დროსაც.
"ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, 321-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ცხოველების სახორცედAდაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ.
ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამზადება, შენახვა, გადამუშავება, გადაზიდვა და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარული უსაფრთხოების წესების დაცვით.
ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული უსაფრთხოების წესები განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. MA