რუსეთს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ გამარჯვების გარდა სხვა გზა არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს“, - ასე უპასუხა შოიგუმ ტელეარხ „როსია-1“-ის წამყვანის შეკითხვას, გაიმარჯვებს თუ არა რუსეთი.
შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარღებული ძალები განაგრძობენ მტრის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის განადგურებას და ეს მათი მთავარი ამოცანაა.
„ჯარები დაკავებულები არიან აქტიური თავდაცვის შენარჩუნებით საჭირო და მნიშვნელოვანი მიმართულებებით. სადღაც ის რთულია, სადღაც მარტივია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბიჭები და მეთაურები მოქმედებენ დამაჯარებლად. საიმედოდ ვიცავთ იმას, რაც დღეისათვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ“, - განაცხადა შოიგუმ.