არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ოდესმე შეიძლება, გავნულდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მას კითხვა დაუსვეს, მიხეილ სააკაშვილმა ხომ არ იგულისხმა ნიკა ნელია, როდესაც განაცხადა ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავა, განულდება
„არავითარ შემთხვევაში. არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ოდესმე შეიძლება, გავნულდეთ. მარტივი მიზეზის გამო. გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ხალხის ინტერესთან ახლოს. არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მე მიგულისხმა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, კარგად ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.