"ქართული ოცნება" დასავლეთს რუსეთის ენაზე ელაპარაკება, - ამის შესახებ "ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ნატო-სთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადების შესახებ განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ახალ გზავნილს ამზადებს, თითქოს დასავლეთმა საქართველო მიატოვა.
„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშევრდომები ესაუბრებიან დასავლეთს იმ ენით, რა ენითაც დასავლეთს ესაუბრება, მაგალითად, რუსეთი, იმიტომ, რომ ეს ხალხი ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს. ევროკავშირის და ნატო-ს კარი იმიტომ კი არ რჩება დახურულად, რომ ჩვენ გვყავს კორუმპირებული მთავრობა, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეს კარი გაიხსნას, არამედ ჩვენ მიგვატოვა დასავლეთმა - ეს იქნება „ქართული ოცნების“ გზავნილი და ამისთვის ემზადება კალაძე და ამას ნიშნავს მისი მსგავსი განცხადებები ნატო-სთან მიმართებაში, - ამბობს სამადაშვილი.
კახა კალაძემ დღეს ნატო-ს მიმრთ: „თუ ერთი ადგილი გაქვთ, გახადეთ საქართველო ნატო-ს წევრი“.