პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შემჩნეული ბოლო პერიოდში გადაბირებაში.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს ამ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ გამოვრიცხავთ, რომ ოცნებამ შეიძლება გადაიბიროს ხალხი ოპოზიციიდან, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გადაიხდიან. მე გამოვრიცხავ, რომ ჩემი პარტიიდან მოისყიდონ ვინმე, მაგრამ სხვა ვინმე როგორ გამოვრიცხო, როცა ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ძირითადად ნაციონალური მოძრაობის სიით შესული ხალია, როგორც წესი, ამაში შემჩნეული. მერე კი ამბობენ, აღარ ვართ, სხვა პარტიაში ვართ და ა.შ. მაგრამ მე მათ მოფერებით მაინც ნაცებს ვეძახი, ამიტომაც საფრთხეც უფრო იქიდან მოდის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ ეს „ქართული ოცნებისთვისაც" არ იქნება სასიამოვნო, იმიტომ, რომ 80-ზე მეტი ადამიანი უნდა დამწკრივდეს და უნდა თქვას, რომ ჩვენ რომ ვიძახდით შემოხაზეთ 48, ახლა ეგ ყველაფერი უკან უნდა წავიღოთო, იმიტომ რომ პრეზიდენტი თავისი ხარჯებით წავიდა ევროპაში საქმეზე, როდესაც პრემიერი ოჯახურ საქმეზე დადის სახელმწიფო თვითმფრინავით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.