"ოცნებას" ვერ ლომჯარიას, ვერ "ლელოს", ვერც პრეზიდენტის ნაცმოძრობად გამოცხადება ვერ უშველის, - ამიშ შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის მხრიდან ნინო ლომჯარიას შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.
სამადაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა სახალხო დამცველმა ღირსეულად შეასრულა ვალდებულებები.
„ქართული ოცნება ადგას გაკოტრების გზას პოლიტიკურის და ამას ვერც ლომჯარიას, ვერ ლელოს, ვერც საქართველოს პრეზიდენტის და ვერავის სხვის გამოცხადება "ნაცმოძრობად" ვერ უშველის. რაც შეეხება, ჯილდოს, ვულოცავ მე პირადად ნინო ლომჯარიას წარდგინებას, ამ პრესტიჟულ ჯილდოზე, ეს აჩვენებს იმას, რომ ნინო ლომჯარიამ ღირსეულად შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, როგორც ქვეყნის სახალხო დამცველმა", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიაზე განაცხადა: „ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა „ნაცს“ წარმოადგენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები, მაქსიმუმ ხაბეიშვილს... ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე იყო თავის დროზე „ლელო“ და გახარია. ლომჯარია რა არის? არის ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცი“ საქართველოში. აქედან გამომდინარე, როგორი პროექტებიც არ უნდა დააინიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება, იყოს რომელიმე სხვა გვარი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წარუმატებლობისთვის განწირული“.
ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა. ამასთან, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა გუშინ განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა.