წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული პარტია ვერ იქნება ამ ქვეყნის მომავალი და მომავლის უზრუნველსაყოფად მათი შეთავაზებები ყოველთვის იქნება ისეთი ცრუ, როგორიც მათი სატელიტი „ენჯეოები“ თუ მედიასაშუალებები არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, საზოგადოებას თავი ევროპელებად წარუდგინონ.
„გაგვიუფასურდა ის აღქმები, რომელიც 2012 წლამდე ქართულ საზოგადოებაში იყო. ცოლ-ქმარი სახლში რომ ლაპარაკობდნენ, ტელეფონს ბატარეებს აცლიდნენ. იყო უმძიმესი რეპრესიები, არ იყო არანაირი მედიათავისუფლება. ვერავინ ბედავდა საუბარს რომ მათ მიერ მიტაცებულ „იმედზე“, ტელევიზიებზე. ახლა ესენი წარმოგვიდგებიან საზოგადოების წინაშე, როგორც მთავარი ევროპელები. რამხელა ანტიდასავლური აღქმები შეიძლება, გაჩნდეს იმისგან,რ ომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს დასავლეთის მთავარი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში? ეს არის ღირსება და ასეთი ბნელი ძალა შეიძლება, იყოს წარმომადგენელი დასავლეთის? მისი სატელიტებიც, ლომჯარია იქნება თუ სხვა, როგორ შეიძლება, პოზიციონირებდნენ, როგორც დასავლელები. დემოკრატია, ეროვნული ინტერესები, ევროპულობა, ვიზალიბერალიზაცია, დემოკრატიის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, ეს მათი მცდელობით არის რუსული და ის ავტოკრატია, წამება, გაუპატიურება არის ევროპელობა. ამის გაყიდვას ცდილობენ ქართულ საზოგადოებაზე, რაც არასდროს გაუვათ“, – განაცხადა მდინარაძემ.