რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლებშიც ასახულია, როგორ აფასებენ რუსეთის მოქალაქეები ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებას. 
გამოკითხულ რუსეთის მოქალაქეთა 49 % მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვება ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთისთვის არამომგებიანია. ლუკაშენკოს გამარჯვებას ყველაზე ნეგატიურად პარტია "სპრავედლივაია როსიას" მომხრეები აღიქვამენ.