მე არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს, -პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.
„ეს საკითხები შეიძლება, იყოს შიდა თემა, მაგრამ, რა საკვირველია, მათ აქვთ საერთაშორისო გავლენა. ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპარლამენტში, ის ძალიან ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, ასე რომ, ჩვენ მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თუ სხვა ამბებსაც გავითვალისწინებთ, კი არის შიდა საკითხები, მაგრამ მათ აქვთ საერთაშორისო გავლენა, რადგან, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე, თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს. მე მივიღე განმარტება, რომ კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის სავარაუდო დარღვევა იყო. მე არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს“, – განაცხადა კალიურანდმა.