როცა გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი არის ღატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. თუ საჭირო გახდება, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს. რანაირად არის ეს ამბავი, ამაზეც ჩამოვყალიბდეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კულისებიდან რომ ავრცელებთ ხოლმე ინფორმაციებს, აქვს ღვინის ქარხანა ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესები, თუ არა? ჩამოვყალიბდეთ, ამ კაცს რაღაც ბიზნესი აქვს, თუ არა. პირადად, პრემიერ-მინისტრისთვის არასდროს დამისვამს კითხვა მამის ბიზნესებთან დაკავშირებით, თუმცა მსმენია, რომ მას რაღაც ბიზნესები აქვს, ჰქონდა თანხა და გადაიხადა შვილიშვილის გამგზავრებაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ჩემთვის სარწმუნოა. დაელოდეთ, დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი. მიმდინარეობს შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ ათეულობით და ასეულობით მილიონი, მაგრამ არ გამოდის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.