მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პრემიერ-მინისტრის მამის ტარიელ ღარიბაშვილის მიერ მიუნხენის რეისზე გადახდილ თანხასთან დაკავსირებით განაცხადა.
"ბატონმა ჩუბინიძემ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული ხარჯის გადახდა კერძო პირის მიერ კომპანიისთვის იყო ნაცნობი წინასწარ, ახლა კომპანია ჰქონდა შეფასებული გარკვეული თანხით ეს მგზავრობა, თუმცა მაინც მოხდება დაკორექტირდება თანხის თუ რა ხარჯი იქნა გაწეული. რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ჩვენს მშობლებს, ან თქვენს მშობლებს გარკვეული შემოსავალი... ესენი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.