"გირჩის" ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმიანება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.
ხვიჩიას თქმით, რომ არა მამა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა.
„მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ ტარიელს და ბატონ ირაკლის კაი მამაშვილობა აქვს და ძლიან ზრუნავენ ერთმანეთზე, უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრობის დროსაც, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი, მე მგონი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა, აი ეს ფრენაც ამის მანიშნებელია და ბარაქალა მათ მამა-შვილობას. მამა-შვილობას დოკუმენტები არ სჭირდება, ისედაც სანდო ურთიერთობაა. ის პრემიერის მამაა, რომელიც ეხმარება თავის შვილს, რომელიც ხელმოკლედ ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერია. მე ვენდობი მამა-შვილობის სიწმინდეს", - ამბობს იაგო ხვიჩია.