რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, 1956 და 1968 წლებში ბუდაპეშტსა და პრაღაში ჯარების შეყვანა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური შეცდომა იყო. მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მხოლოდ დაძაბულობა გამოიწვია.
„დიდი ხნის წინ ვაღიარე, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკის ეს ნაწილი იყო შეცდომა, რამაც მხოლოდ დაძაბულობა მოიტანა. საგარეო პოლიტიკაში ვერაფერს გააკეთებ სხვა ხალხების ინტერესების წინააღმდეგ. თუმცა სწორედ იგივე შეცდომას უშვებენ დასავლეთის წამყვანი ქვეყნები. ისინი ზეწოლას ახდენენ მოკავშირეებსა და ე.წ. პარტნიორებზე. აშშ-ს არ ჰყავს მეგობრები, მათ აქვთ მხოლოდ ინტერესები. ეს გახლავთ ცნობილი ბრიტანული ფორმულის გაგრძელება“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.