აფრიკაში არავინ დაივიწყებს, დასავლეთის ქვეყნებს როგორ გადაჰყავდათ ადამიანები გალიებით. ისინი აფრიკის სახელმწიფოებს კონტრიბუციების სახით ბეგარას უწესებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„რას აკეთებდნენ ყოფილი კოლონიზატორები? ჯერ კიდევ 1957 წელს? ცოტა ხნის წინ ფოტოსურათები მაჩვენეს, ევროპის ქვეყნებში, ვთქვათ იგივე ბელგიაში, აფრიკიდან ადამიანები გალიებით ჩაჰყავდათ, ცრემლების გარეშე ამის ნახვა შეუძლბელია“, - განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ ადამიანები, ოჯახები, ბავშვები, რომლებიც გალიებში ისხდნენ, საჩვენებლად გამოჰყავდათ. „ეს როგორ შეიძლება. აფრიკაში ამას არავინ დაივიწყებს“, - განაცხადა პუტინმა.