თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და სხვა რეგიონალური მნიშვნელობის საკითხები.
ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების განვითარებასა და კეთილდღეობას.
ერდოღანმა და ფაშინიანმა განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით დიპლომატიურ ძალისხმევას გააგრძელებენ.