მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის, მემგონი ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს. სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ არა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დამატებითი დეტალებისთვის ჟურნალისტებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა მიმართონ.
„არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულებას, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება, ვერ გეტყვით, ამის შესახებ უნდა მიმართოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. კონკრეტული დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ გარკვეული კომუნიკაცია მე დარწმუნებული ვარ, არსებობს, მასსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც უზრუნველყოფს მის ფრენებს. რაც შეეხება ხელშეკრულებას, მე უკვე გიპასუხეთ, რომ უნდა მიმართოთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებას. ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებაში.
პირთა წრე საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს, ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პროცესში? მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის, მემგონი ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს. სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ არა. უნდა მიმართოთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებას და დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს შესაბამის კომენტარს და განცხადებას“, - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.