ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკებზე ჩამოკიდება, ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს.
მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს არჩევანი არ არის.
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არ არის საქართველოს არჩევანი. ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ ჯერ ჩვენი უპირველესი პარტნიორი იყვნენ აშშ და ევროკავშირი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა ვიყოთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მძიმე დაწოლა და ჩამოკიდება რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკებზე, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, პოლიტიკურად და ეკონომიკურად“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.