ნატო 2024 წელს ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.
სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ნატო-ს წევრები ივარჯიშებენ, როგორ ეცდება ალიანსი რუსეთის აგრესიის მოგერიებას მისი ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ.
სწავლება ასევე პირველია ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, რომელიც იყენებს რეალურ გეოგრაფიულ მონაცემებს ჯარებისთვის უფრო რეალისტური სცენარების შესაქმნელად.
სამხედრო მანევრები სახელწოდებით „მტკიცე მცველი“ სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. წვრთნებში ჩართული იქნება 500-დან 700-მდე თვითმფრინავი, 50 ხომალდი და 41 ათასამდე სამხედრო. წვრთნები ჩატარდება გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში.
წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებს შვედეთი.