პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა. ამიტომ აუცილებელია რეაგირება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტს აუხსნიან – ანი-ბანს, რას ნიშნავს კონსტიტუცია, სად წერია პრეზიდენტის თავი კონსტიტუციაში, სად წერია, რომ არ უნდა დაარღვიოს და პირიქით, დაიცვას. ასევე, სად წერია ფიცი, რომ კონსტიტუციას დაიცავს. აუცილებელია რეაგირება, რადგან პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.