არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ამდენი დისკუსია გამოიწვია მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობის სტრატკომმა ერთ გზავნილზე ჩამოყალიბება ვერ შეძლო და ერთმანეთზე უარესი განცხადებები გაავრცელა.
"Nodar Meladze გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტი შემოგვთავაზა.
ბუნებრივია, ყველას განსხვავებული აზრი, ნდობა, პოლიტიკური გემოვნება გვაქვს ... მაგრამ ეს არ აკნინებს სიუჟეტის მნიშვნელობას!
რატომ გახდა ის საჭირო და რატომ გამოიწვია ამდენი დისკუსია ამ სივრცეში?
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობის ე.წ. სტრატკომმა და სინამდვილეში კი პრემიერის პიარმა, ამდენი დღეა ერთ გზავნილზე ჩამოყალიბება ვერ შეძლო და ერთმანეთზე უარეს განცხადებებს ავრცელებდა. მოდით გავიხსენოთ ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის და შეურაცხყოფების გარეშე:
-- ჯერ გვითხრეს მალე დიდ ტყუილს მოისმენთ და არ დაიჯეროთ, კომერციული ჩარტერით წავიდა პრემიერიო;
?? მერე ხალხმა იკითხა კი მაგრამ ამხელა გზაზე კომერციული ჩარტერი რამდენი დაჯდებოდაო? ფული საიდანო??
-- და მეორე განცხადება დაგვაწიეს, ნუ ატყუებთ ხალხს, კომერციული ჩარტერი თბილისიდან მიუნხენამდე იყო თორემ მერე ჩვეულებრივი რეისით იფრინაო;
-- შემდეგ ისევ დაისვა სრულიად ლეგიტიმური კითხვები, საგამოძიბო ჟურნალისტიკაც ამისთვის არსებობს და მივიდა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ჟურნალისტი ალალ-მართალ გაიაშვილთან, რომელიც როგორც გაირკვა ვერ იტყუება, და გაირკვა რომ არავითარი კომერციული ჩარტერი არ ყოფილა, იმავე თვითმფრინავით შესრულდა კერძო რეისი რომლითაც პრემიერი საპრემიერმინისტრო საქმეებზე დაფრინავს;
-- ხოდა უკვე მესამე განცხადება დაგვაწიეს სადაც გვითხრეს რომ სახელმწიფო ვისაც გინდათ იმას მოგაქირავებთ ამ თვითმფრინავს და რა პანიკა ატეხეთო.
როდის ხდება ასე?
როცა (1) იტყუები და (2) ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობ, (3) მაგრამ ბოლოს მაინც გიწევს უკან დახევა, იმიტომ რომ საზოგადოების რეაქცია შეგაშინებს ხოლმე.
რა უნდა მოხდეს (ან უნდა მომხდარიყო)?
სინამდვილეში თუ ყველაფერი წესრიგშია
-- პრემიერს უნდა გამოექვეყნებინა ბილეთი, გადარიცხვის დოკუმენტი/ქვითარი მისი პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დასტურად
-- თვითმფრინავების;
-- ამერიკაში სასრტუმროს ,,,,,
-- ეს ხარჯები შესაბამისობაში უნდა იყოს მის უკვე არსებულ დეკლარაციასთან, შეეძლო თუ არა ამ ხარჯის გაწევა.
არც აჟიოტაჟი იქნებოდა და არც ვინმეს სათუთი გრძნობები შეილახებოდა. ეს ერეგანტობა "დაელოდეთ მომავალი წლის დეკლარაციას" არის ზუსტად მიზეზი იმის რაც დღეს ხდება და პრობლემა შიგნით უნდა ეძებოთ ბატონებო, იმის ნაცვლად ირგვლივ ყველას შეურაცხყოფა აყენოთ.
ეს ბელტრისტიკა, მამას შვილი ვერ გაუცილებია თქვენი შიშით, იქნებ ვინმეს გულსაც უჩუყებს მაგრამ ღრმად არასერიოზულია და კიდევ უფრო მეტად ადასტურებს კორუფციის არსებობას.
PS.
სხვათაშორის დაბადების დღის ამბავიც იგივეა, ეს ორაზროვანი პასუხებია სწორედ რომელიც, გავიმეობ კიდევ ერთელ, ადასტურებს კორუფციის არსებობას.
-- მეგობრებმა გადავუხადეთ; ადვილია დაადასტუროთ, ამდენ ისტერიკას უმარტივესად გაუმკლავდებით გამოაქვეყნეთ გადახდის დასტური; რა საჭიროა ეს ხმალაობა და ერთმანეთსთვის დაუსრულებული შეურაცხყოფების მიყენება;
-- ამ უკეთილშობილესმა მეგობრებმა, ამდენი ფული რომ იშოვეთ, კი უნდა იცოდეთ წესით, რომ პრემიერის ოჯახისთვის მსგავის საჩუქარი ბოლომდე კანონის მოთხოვნებში ვერ ეტევა, მაგრამ თქვენს მიერ გადახდის დასტური ნაწილობრივ მაინც მოხსნის მათ მიმართ ბრალდებებს და ცოტათი მაინც დაეხმარებათ;
-- 50 ქალი ვიყავით მხოლოდ ვერ არის პასუხი იმაზე მთელი რესტორანი დაკეტილი იყო თუ არა, იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ თქვენი იუბილარი მეგობრის ქმარი რამდენიმე ლიფტიან შენობაში როდესაც ხვდება ყველა ლიფტი ჩერდება სანამ ის გადაადგილდება, ამიტომ ის რომ თქვენ ერთ დარბაზში იყავით სულაც არ ნიშნავს რომ მთელი რესტორანი არ იყოს დაკეტილი.
ეს რატომ არის მნიშვნლეოვანი? იმიტომ რომ ესეც ფული ღირს და არა ნაკლები იმაზე რაც თავად დაბადებისდღის სუფრა დაგიჯდებოდათ. და თუ ამაში ფული არ გადახდევინეს მაშინ ესეც საჩუქარია, იმიტომ რომ კორუფციაა ფულის მიცემაც, საჩუქრის მიღებაც და იმსეთი მომსახურების უფასოდ მიღებაც რომელშიც სხვა ფულს გადაახდევინებდნენ.
PPS. ისე ბოლომდე მართალი რომ ვიყოთ, ღარიბაშვილის პირად საქმეებზე მთავრობის სტრატკომის უფროსი არ უნდა ხარჯავდეს დროს და ბიუჯეტი არ უნდა ასპონსორებდეს სოცმედიის განცხადებებს, ესეც ადნინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაა.
ასეთ დროს განცხადებები ოჯახის სახელით ვრცელდება ხოლმე. რამე მაინც წაიკითხეთ, ან მოისმინეთ, ბოლო ბოლო კინოს მაინც უყურეთ.
PPPS. თავს ძალიან სულელად ნუ წარმოაჩენთ აქ იმის დაწერით სააკაშვილი რომ ამაზე უარესად იქცეოდა მაშინ სად იყავითო სააკაშვილი რომ უარესად ან ასევე იქცეოდა თქვენ ზუსტად იმიტომ იცით რომ მე ადამიანების იმ მცირე ნაწილს ვეკუთვნი რომელთაგანაც ეს იცოდით, და ამასობაში ნაწილობრივ სწორედ მსგავის ამბების გამო იმყოფება ეხლა იქ სადაც არის", - წერს თინა ხიდაშელი.