დასანანია ერევნის ქმედებები აშშ-სთან ერთობლივ წვრთნებში სომხეთის მონაწილეობის ფონზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, კარგი არაფერია იმაში, რომ ნატო-ს ქვეყანა ცდილობს შეიჭრას სამხრეთ კავკასიაში.
„კარგი არაფერია იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ცდილობს შეიჭრას სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ ამას ვხედავთ. არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმესთვის კარგია, მათ შორის თავად სომხეთისთვის... დასანანია სომხეთის ხელისუფლების ქმედებები, - განაცხადა სერგეი ლავროვმა დელიში „დიდი ოცეულის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.