უკონტროლო ძალაუფლებისგან და უზომო ფულისგან რომ რეალობის შეგრძნებას დაკარგავ, ის სჭირს ახლა პრემიერის ოჯახს და მის გარემოცვას, - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
„უკონტროლო ძალაუფლებისგან და უზომო ფულისგან რომ რეალობის შეგრძნებას დაკარგავ, ის სჭირს ახლა პრემიერის ოჯახს და მის გარემოცვას.
შენ მოქალაქეებთან ერთად ერთი თვითმფრინავით მგზავრობის რომ გეშინია, სპეციალურად შენთვის გამოცარიელებულ რესტორნებში რომ დადიხარ, ქუჩაში პარტაქტივს რომ გახვედრებენ ტაშის კვრით, ვითომ კმაყოფილი მოქალაქეა, ეგ მდგომარეობა პრივილეგია კი არაა, იზოლაცია და მლიქვნელი გარემოცვის ტყვეობაა. ცუდად გრძელდება ეგ“, - წერს ნინო ლომჯარია.