მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია სახელმწიფოს ხარჯზე. მას საქართველოს კანონი არ დაურღვევია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა. ჯაველიძის კომენტარს "იმედი" ავრცელებს.
„პრემიერს სამთავრობო ბორტის გამოყენების უფლება აქვს, ამის შესახებ ბატონმა ანზორ ჩუბუნიძემ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა. ის კამპანია, რომელიც დღეს მიმდინარეობს არის ცილისმწამებლური, ცრუ და ტყუილი. ეს იყო პრემიერის კერძო ვიზიტი და ის არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე რაც დაკავშირებულია ამ ვიზიტთან“, - განაცხადა ჯაველიძემ.