ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს, მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება.
ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს.
სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს.
მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - წერს გიორგი გახარია.