სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ 2025 წლის დასაწყისიდან უკრაინას დამატებით 2 მილირდი დოლარის ღირებულების დახმარებას გადასცემენ.
იუნ სოკ იოლმა დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დელიში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში განაცხადა.
მანამდე სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლომდე უკრაინას 300 მლნ დლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.
2022 წელს სეულმა უკრაინას საერთო ჯამში 100 მლნ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გადასცა, მათ შორის იყო ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები.