ეს იყო პირდაპირ საბრალდებო დასკვნა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობსი“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ ტვ პირველის ეთერში გასულ, Georgian Airways-ის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
ნადირაძის თქმით, ნოდარ მელაძის შაბათში წარმოდგენილი იქნა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე და იმ პროპაგანდამ, რომელსაც "ოცნება" ამ დღეებში ცდილობდა სიუჟეტის გასაბათილებლად, ჩამოიშალა.
„ვნახეთ არა მარტო საგამოძიებო სიუჟეტი, ეს იყო პირდაპირ საბრალდებო დასკვნა ფაქტებით, მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, სადაც ვნახეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობა და მან გაფლანგა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები. ფაქტია, რომ მთელი ის პროპაგანდა, რასაც ქართული ოცნება ეწეოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში და უნდოდათ ამ სიუჟეტის გაბათილება, აღმოჩნდა, აბსოლუტურად საპირისპირო. წარმოდგენილი იქნა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე და მხილებული ხალხის ფულის ქურდობაში", - განაცხადა ნადირაძემ.