"ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, - ამის შესახენ “ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
სამუშია ეხმიანება ტვპირველის ეთერში გასულ, Georgian Airways-ის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
მისი თქმით, საქმე ეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების სავარაუდოდ, ბოროტად გამოყენებას, რათან დაკავშირებითაც განერალურ პროკურატურას გამოძიება უკვე უნდა დაეწყო.
"ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. აქ საქმე გვაქვს ჩვენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა პირდაპირ მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, პირველწყაროდან, რომელმაც დავუშვათ ფრენა განახორციელა და ა.შ. უნდა დაწყებულიყო გამოძიება და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე დაწყებულიც უნდა იყოს გამოძიება, გავრცელებული უნდა იყოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ და მიმდინარეობდეს შესაბამისი პროცედურები. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით და "ლელომ" კარგად იცის ამის შესახებ, რომ პროკურატურა მსგავს შემთხვევაში არათუ გამოძიებას არ იწყებს, საერთოდ არანაირ ქმედებებს არ ახორციელებს.
"ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც წერია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ," - განაცხადა სამუშიამ.