სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც სომხური მედია აღნიშნავს, საუბრისას განხილული იყო საკითხები მთიან ყარაბაღში შექმნილ ღრმა ჰუმანიტარული კრიზისზე, ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაზე, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარის თავმოყრაზე, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდის შესახებ.
ფაშინიანმა დაადასტურა ერთგულება 2022 წლის 6 ოქტმბერს პრაღაში და 2023 წლის 14 მაისს ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებებისადმი და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა საკითხი გადაიჭრას მხოლოდ დიპლომატიური გზით კონსტრუქციულ ატმოსფეროში.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შემცირდეს დაძაბულობა საზღვრის გასწვრივ. ამასთან, ფაშინიანმა დაძაბულობის შემცირების მიზნით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.
მაკრონმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ ძალისხმევას.