უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამორიცხავს რომის პაპის ფრანცისკეს შესაძლო შუამოავლობას რუსეთთან მოლაპარაკებებში მისიპრორუსული პოზიციის გამო. პოდოლიაკმა ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს, რა თქმა უნდა, სრულიად გაუცნობიერებელია, მაგრამ ეს წმინდა საყდრის რეპუტაციაზე მოქმედებს. ეს ნიშნავს შუამავლის მისიის გაუქმებას, რომლის შესულებაც ვატიკანს შეეძლო. არ აქვს ლაპარაკს აზრი რომის პაპის მიერ შუამავლობის შესახებ თუ ის იკავებს ყველასთვის უკვე ცხად პრორუსულ პოზიციას. ეს პირვეალდ არ მომხდარა, მაგრამ თავიდან ეს ყველაფერი რაღაცნაირად აირია. თავი მოვაჩვენეთ, რომ ეს არ გვინახავს, მაგრამ დღეს ნათელია, რომ ეს ადამიანი იკავებს პრორუსულ პოზიციას და შესაბამისად ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ომზე, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ვატიკანს ვერანაირი შუამავლოს ფუნქცია ვერ ექნება, რადგან ეს იქნება ფუნქცია, რომელიც მოატყუებს უკრაინას და სამართლიანობას.
რომის პაპმა აგვისტოში სანკტ-პეტერბურგში გამართული კათოლიკე ახალგაზრდობის მე-10 რუსულენოვანი დღის მონაწილეებს სიტყვით მიმართა: „არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები, წმინდანთა დიდი რუსეთის, მმართველების: პეტრე I-ის დიდი რუსეთის, ეკატერინე მეორის, იმ იმპერიის – დიდი, განათლებული, დიდი კულტურისა და დიდი ადამიანობის. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები ხართ, ამით იარეთ წინ. და გმადლობთ, გმადლობთ თქვენი ყოფნისთვის, რუსებად ყოფნისთვის“.