ასობით ადამიანი დაიღუპა მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში მარაკეშიდან 70 კმ-ში მოხდა.
მაროკოს მედიის ინფორმაცით, დაიღუპა 632 ადამიანი, 300-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ განუახლებია და ჯერ ისევ 296 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება.
სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.ბიძგები იგრძნობოდა სანაპირო ქალაქებშიც - რაბათში, კასაბლანკასა და ეს-სუვერირში.
უძველეს ქალაქ მარაკეშში, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, დაინგრა შენობები.