საქართველოში აივ ინფიცირების ყველაზე მეტი, 754 შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული, ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სამეგრელოში 337 პაციენტია ინფიცირებული, რომელთაან 225 ზუგდიდის მცხოვრებია. აჭარაში შიდსით ინფიცირებულთა რიცხვი 293-ია, 270 პაციენტია დარეგისტრირებული იმერეთში, აფხაზეთში _ 133, კახეთში _ 87, ქვემო ქართლში _ 78, შიდა ქართლში _ 586, გურიაში _ 45, ფოთში _ 32, ხოლო სამცხე-ჯავახეთში _ 28.
სხვა რეგიონებში რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები.
გამოვლენილ ინფიცირებულთა შორის 174 ლტოლვილია, 53 უცხოეთის მოქალაქე, რომელთაგან 22 თავის ქვეყანაში დაბრუნდა.