რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი ვაგარშაკ არუთინიანი დაიბარა. რუსული მხარის განცხადებით, დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადაეცეა ერევნის „არმეგობრული ნაბიჯების“ ფონზე.
რუსეთის საგარეო უწყება ასეთ ნაბიჯებად მიიჩნევს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიკაციის დაწყების პროცესს, კიევში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშიანინის მეუღლის ანა აკოფიანის ჩასვლას, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, ასევე აშშ-სთან დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს Eagle Partner 2023-ს.
ამასთან, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და სომხეთი მოკავშირეებად დარჩებიან, ხოლო შეთანხმება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მოიცავს კოლექტიური უსაფრთხოების (ოდკბ) შეთანხმების ფარგლებში სწავლებისთვის მომზადებას, შესრულდება. ოფიციალურ ერევანს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
იანვარში სომხეთმა უარი თქვა თავის ტერიტორიაზე 2023 წელს ოდკბ-ს წვრთნების ჩატარებაზე. ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, ასეთმა ღონისძიებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეგიონს. მოგვიანებით კი, ფაშინიანმა არ გამორიცხა სომხეთის მიერ ოდკბ-ს დატოვების შესაძლებლობაც. მან ასევე მიანიშნა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის თვიანთ მისიას არ ასრულებენ.