მაროკოში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 296 ადამიანი.
სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.ბიძგები იგრძნობოდა სანაპირო ქალაქებშიც - რაბათში, კასაბლანკასა და ეს-სუვერირში.
უძველეს ქალაქ მარაკეშში, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, დაინგრა შენობები. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილი 153 ადამიანი.