ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს  რამდენიმე ტყვია ესროლა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე  და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს. 
ბრალდებული დაკავებულია.