ეს არის ყალბი პროცესი, რომელიც „ოცნებამ“ მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად დაიწყო, თუმცა ასევე იმისთვის, რომ საბოტაჟირება მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბორელთან შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება უარყოფითად აღიქმება ჩვენს დასავლელ პარტნიორებში და კერძოდ ევროკავშირში.
„ეს არის ყალბი პროცესი, რომელიც „ოცნებამ“ მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად დაიწყო, თუმცა ასევე იმისთვის, რომ საბოტაჟირება მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის. დღევანდელ შეხვედრაზეც გაჟღერდა ის, რომ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება უარყოფითად აღიქმება ჩვენს დასავლელ პარტნიორებში და კერძოდ ევროკავშირში, ეს არის პროცესი, რომელიც პირდაპირ მიმართულია მორგ ჯერზე ჩვენი ქვეყნის საბოტაჟირებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ოცნება“ სიტყვებზე კი არ უნდა გამოეკიდოს ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუციას, არამედ საქმით უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი რაიმეს მაინც აკეთებენ ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად, მაგრამ საქმით ისინი ყოველდღიურად ამტკიცებენ, პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომ ისინი მიზანმიმართულად აფერხებენ ქვეყნის ევროინტეგრაციას და სწორედ ეს იყო ცხადი დღევანდელ შეხვედრაზეც. პრეზიდენტის გამოსვლის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩემი აზრით იყო ის, რომ ის გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას და სწორედ ამის გამო სჯის მას ბიძინა ივანიშვილი პირადად და იწყებს ბინძურ, რომელსაც იმპიჩმენტის პროცესს ეძახის, რომელიც მიზნად ისახავს ერთის მხრივ პრეზიდენტის დასჯას, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას და მესამე, მნიშვნელოვანი ამოცანა არის ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენება.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.