"ქართული ოცნება" ცუდი ყოფაქცევის მოსწავლეს ჰგავს, რომელსაც დავალება დაწერილი არ აქვს და მაინც სთხოვს მასწავლებელს მაღალ ნიშანს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, თვხედობაა, როცა ევრკომისიის რეკოემდანციები შესრულებული არ გაქვს და ხელს პარტნიორისკენ იშვერ.
ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვადევნებთ თვალს ისტორიულ პროცესს, რომ საქართველოს შანსი აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი, არ არის საუბარი კანდიდატობაზე, არამედ წევრობაზე. დღეს კიდევ ერთხელ დამარცხდა რუსული პროპაგანდა, რომ ილუზიაა ევროპა და ნატო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საქართველოში, მართავს მოლაპარაკებებს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, რათა 2030 წლამდე საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის რეალობა. ამ რეალობას, ამ შანსს ხელს უშლის და ეღობება „ქართული ოცნება“. ბორელმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ 9 რეკომენდაცია შესასრულებელია და „ქართული ოცნება“ თავხედურად, ჟარგონს გამოვიყენებ, „აწვება“ დასავლეთს, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ არაფერს და მაინც უნდა მოგვცეთო. ეს ჰგავს ცუდი ყოფაქცევის მოსწავლის ქცევას, როცა დავალება დაწერილი არ აქვს და მაინც სთხოვს მასწავლებელს მაღალ ნიშანს. ასეთ სითავხედეს აქვს ადგილი ღარიბაშვილის გამოსვლაში ბორელთან ერთად, ეს არის თავხედობა, როცა რეკომენდაცია შესრულებული არ გაქვს და ხელს იშვერ პარტნიორისკენ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.