კუბის ხელისუფლებამ 17 ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც სავარაუდოდ, კავშირში არიან დანაშაულებრივ ქსელთან, რომელიც დაკავებული იყო რუსეთის არმიაში კუბის მოქალაქეების გადაბირებით. ამის შესახებ იუწყება Reuters
კუბის ხელისუფლების განცხადებით, გახსნეს გასაიდუმლოებული ქსელი, რომლის წევრებიც კუბელებს აიძულებდნენ ებრძოლათ რუსეთის მხარეს უკრაინაში.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან დანაშაულებრივი საქმიანობის ორგანიზატორებიც.
პროკურორ ხოსე ლუის რეიესის განცხადებით, დანაშაულებრივი ქსელის წევრებს, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმიდან გამომდინარე 30 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა, ან კიდევ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს მუხლებით, რომლებიც მოიცავს ადამიანებით ვაჭრობას, დაქირავებას და მტრულ ქმედებებს უცხო სახელმწიფოს წინააღმდეგ.