ინდოეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა შეწყდეს ომი უკრაინაში, - ასეთი მოწოდებით მიმართა ბრიტანეის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ინდოელ კოლეგას ნარენდრა მოდის, იუწყება Financial Times.
სუნაკი გაემგზავრა დელიში „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომლის ფარგლებშიც მოდისთან ორმხრივ მოლაპარაკებას გამართავს.
გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ სავაჭრო შეთანხმების პროგრესს, რომლის გაფორმებასაც გეგმავენ. სუნაკი ასევე მოუწოდებს ინდოეთის პრემიერს აქტიური დიპლომატიური პოზიციისკენ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრის პრესსპკერის განცხადებით, სუნაკი ვიზიტის დროს ისაუბრებს კიევის მხარდაჭერაზე ბრიტანეთის მხრიდან და მოუწოდებს უკრაინის მიმართ გლობალური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ.
პრესსპიკერის თქმით, ინდოეთმა უნდა ითამაშოს „მნიშვნელოვანი როლი რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
„ჩვენ გამოვიყენებთ მოდისთან შეხვედრას და სხვა პლატფორმებს, იმისათვის, რომ ინდოეთმა გაააქტიუროს თავისი გავლენა რუსეთზე სასტიკი ომის დასასრულებლად“, - განაცხადა რიში სუნაკმა.
თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის მოწოდებების მიუხედავად, ინდოეთი რუსეთის მიმართ აქტიური პოზიციისგან სავარაუდოდ, თავს შეიკავებს.