ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თბილისში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ნორმალური, არაპუტინისტური მთავრობა რომ გვყავდეს, ბორელისა და სხვების ვიზიტებზეც, შემდგომში ან მანამდეც, არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების საკითხს უნდა ლობირებდეს.
მისი თქმით, სწორედ ამას აკეთებენ უკრაინისა და მოლდოვის მთავრობები.
„ჩვენ არ გვყავს ნორმალური მთავრობა და სანამ მას დემოკრატიული გზით არ გამოვცვლით, მანამდე ჩვენს ისტორიულ ამოცანას ვერ მივაღწევთ, რომ გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და დავუბრუნდეთ თავისუფალ სამყაროს“ - თქვა გიგა ბოკერიამ.