რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტია, რომ მხოლოდ სამი პუნქტი არის შესრულებული, დანარჩენი ცხრა - არა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება ევროკავშირის, ჯოზეფ ბორელის მიერ, რომ ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა.
მისი თქმით, იმედი არ აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციებს შეასრულებს.
„იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ მგონია, რომ როგორც შარშან, ისე წელს, ევროკავშირი ვერ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს რეკომენდაციები არ არის შესრულებული. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტია, რომ მხოლოდ სამი პუნქტი არის შესრულებული, დანარჩენი ცხრა არა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება ევროკავშირის, ბორელის მიერ, რომ ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, შესაბამისად „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნება“ კურსს არ იცვლის და მათი რუსული პოლიტიკა უფრო მეტად ღრმავდება იმის მაგივრად, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, საბოტაჟირებენ კანდიდატის სტატუსს და სამწუხაროდ, ამიტომ იმედი არ გვაქვს, რომ ამ რეკომენდაციებს შეასრულებენ,“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.