საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საღამოს 21 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან განცხადებას გააკეთებს.
ამ ეტაპზე უცნობია მიმართვის თემა.
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ევროპული ტურნეს ფარგლებში გერმანიაში, ბრიუსელსა და საფრანგეთში გაემგზავრა და შეხვედრები გამართა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან, ემანუელ მაკრონთან და შარლ მიშელთან.