რომელი ბიონსე და შაკირა გვყავს, ღარიბაშვილი, რომ ჩარტერით იფრინოს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში მგზავრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რომელი ბიონსე და შაკირა გვყავს, ღარიბაშვილმა, რომ ჩარტერით იფრინოს და სავარძლიან კაბინეტებში მოეწყოს, თუნდაც ფული ჰქონდეს. ელემენტარულად არ არის მორალური, ღატაკი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ ჩარტერით დაფრინავდეს, აიბლანდნენ ჩვენებებში. ვის დაემგზავრა, ვიღაც გაფრინდა და გაჰყვა მგზავრად? ამიტომ საჭირო არის გამჭვირვალობა, საჭირო არის ყოველთვის საუბარი საკუთარ ამომრჩეველთან და სანამ სატელევიზიო სიუჟეტებით არ გამოგიჭერენ, მანამდე უნდა გქოდეს კომუნიკაცია და არა მერე, როდესაც თავის მართლება გიწევს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.