ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ევროინტეგრაციას და ატარებენ რუსულ ინტერესს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ მათ მიმართ უნდა იყოს პერსონალური საქნციები,“- ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
ანა წითლიძე გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრას, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეც.
წითლიძის თქმით, ეს ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ არ სერჩებათ საქრთველოს ევროპული კურსის საბოტაჟი.
„ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლებიც თანამშრომლობენ რუსულ ხელისუფლებასთან და რეალურად ატარებენ რუსულ ინტერესს ქვეყანაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ამ ადამიანებზე უნდა იყოს პერსონალური სანქციები და პერსონალური სანქციებით ეს ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ასე არ შერჩებათ საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟი, ამიტომ ბუნებრივია და მოულოდნელი არ არის, რომ ჩვენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.