ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წინასაარჩევნო გაერთიანებას ეხმაურება.
როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, შემდგომ პერიოდში ევროპული საქართველოს მიზანია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზარდოს.
„ჩვენი მიზანია, ბევრი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებში აუცილებლად უნდა დამარცხდეს. რაც შეეხება ნებისმიერი სახის კოალიციას, ამასთან დაკავშირებით სწორ დროს ვიმოქმედებთ, წინასაარჩევნოდ, ასეთია ევროპული საქართველოს პოზიცია“- თქვა გიორგი ნონიაშვილმა.