„პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ გაასწორონ ორიენტირი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის ნაცვლად, ებრძოლონ ივანიშვილს, რაშიც სრულად ვეთანხმები. კონკრეტული ადამიანები თუ სუბიექტურად გადაწყვეტენ საკუთარი მომავალი დაუკავშირონ სხვა პარტიას ან სხვა ბრძოლის ხერხი აირჩიონ, ეს მათი საქმეა,“- ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„ჩემი აზრით, ადამიანებს ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვთ, წაიკითხეს პრეზიდენტ სააკაშვილის გზავნილი და შესაბამის დასკვნებსაც გააკეთებენ. არ მაინტერესებს კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებები, მაინტერესებს „გამარჯვების პლატფორმის“ გამარჯვება ბიძინა ივანიშვილზე, „რუსულ ოცნებაზე“. კონკრეტულ ადამიანებს აქვთ უფლება აირჩიონ პოლიტიკური პარტიაც და საკუთარი მომავალიც. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, დარწმუნებული ვარ საზოგადოება გაანალიზებს და შესაბამისად ამ განცხადებასაც ჩემზე უკეთ უპასუხებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება და ემზადება ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, ჩვენ გავაკეთეთ კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელთან“. „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდებიან ადამიანები, პარტია ყოველდღიურად აძლიერებს ლოგისტიკურ ცენტრებს სხვადასხვა ქალაქში. გვაქვს „გამარჯვების პლატფორმა“, ვემზადებით ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის. კონკრეტული ადამიანები თუ სუბიექტურად გადაწყვეტენ საკუთარი მომავალი დაუკავშირონ სხვა პარტიას ან სხვა ბრძოლის ხერხი აირჩიონ, ეს მათი საქმეა. ამაზე ფიქრითაც კი არ ვარ დაკავებული. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გალანძღავთ, გაასწორეთ ორიენტირი და მთავარი ჩვენი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი. კონკრეტული ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაცვლად „ნაციონალურ მოძრაობას“ ესვრიან ტალახს, კონკრეტულ შედეგზე ვერ გავლენ, ესეც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში თქვენც კარგად ამოიკითხეთ და აბსოლუტურად ასე ვფიქრობ მეც, “- განაცხადა ლევან ხაბეიშვილიმა მიხეილ სააკაშვილის წერილის კომენტირებისას.