საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროპული ტურნეს ფარგლებში ზურაბიშვილი შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.